The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯუმბერ მამალაძე

ჯუმბერ მამალაძე
Date of birth:28 January, 1935  (90 years)
Category:Geologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 1957 წელს; 1964 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებული ფრანგული ენის ორწლიანი კურსები. 

1957-1961წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ გეოლოგიური სამმართველოს ტეხურის გეოლოგიურ-საძიებო პარტიაში, ლიახვის გეოლოგიურ-აგეგმვით პარტიაში ინჟინერ-გეოლოგად; 1961-1973წწ. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეოთხეული ნალექების შემსწავლელ განყოფილებაში უმცროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე; 1973 წლიდან მუშაობდა კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში ჯერ უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე, შემდეგ სექტორის ხელმძღვანელად. იკვლევდა კოლხეთის მეოთხეულ ნალექებს, რომელიც საფუძვლად დაედო მის საკვალიფიკაციო ნაშრომს - "კოლხეთის პლეისტოცენური ზღვიური ნალექების სტრატიგრაფია და შავი ზღვის დონის რყევა" (1973). გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც შეეხება კოლხეთის მეოთხეულ ნალექებს და გეომორფოლოგიური რუკების (ეგზოგენური პროცესები) შედგენას. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.180

Bibliography


Share: