შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა მამაცაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 1961 წელს. 1962 წლიდან მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. 1964 წელს მისი ინიციატივით ინსტიტუტში შეიქმნა პალინოლოგიური ლაბორატორია, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა. პირველად საქართველოს ტერიტორიაზე პალინოლოგიური ანალიზით შესწავლილ იქნა მეოთხეული კონტინენტური ნალექები; საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ტერიტორიაზე მღვიმური ნალექების პალინოლოგიურ შესწავლას. მუშაობს მეოთხეული პერიოდის კოლხეთის დაბლობის პალეოგეოგრაფიაზე. გამოქვეყნებული ქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაცის თემა - "კოლხეთის მეოთხეული კონტინენტური ნალექების პალინოლოგიური დახასიათება", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.180-181 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |