Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გვანჯი მანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯვარი, წალენჯიხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1965 წელს. თბილისისა და მოსკოვის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში ეუფლებოდა ეკოლოგიას, პუბლიცისტიკას, სოციოლოგიას, ხელოვნებას. 1965-1968წწ. იყო გაზეთ "ეგრისის" (წალენჯიხა) განყოფილების გამგე, საქინფორმის შემთავსებელი კორესპონდენტი, ქ. ჯვარის მხარეთმცოდნეობის საბჭოს თავმჯდომარე; 1968-1979წწ. საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის საუნივერსიტეტო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, წიგნის მოყვარულთა საზოგადოების საუნივერსიტეტო ორგანიზაციის პასუხისმგებელი მდივანი, გარემოს დაცვის პრობლემური ცენტრის მუდმივმოქმედი ექსპედიციის ხელმძღვანელი და ლექტორი. 1980-1982წწ. მუშაობდა საქართველოს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტის სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის და პროპაგანდის განყოფილების უფროსად; 1982-1983წწ. ბუნების დაცვის საზოგადოების ეკოლოგიური განათლების განყოფილების უფროსად; 1985-1987წწ. გაზეთ "კომუნისტის" გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური განათლების განყოფილების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; 1988-1991წწ. გაზეთ "ახალგაზრდა ივერიელის" სოფლის ახალგაზრდობის განყოფილების გამგე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის პრესცენტრის ხელმძღვანელი; 1992-1995წწ. მამულის აღორძინების საზოგადოების პრესცენტრის ხელმძღვანელი; 1993-2002წწ. ჯუმბერ ლეჟავას მსოფლიო მოგზაურობის სააგენტოს ხელმძღვანელი. მისი ინტერესის სფეროა - ბუნება, ადამიანი, საქართველოს, აგრეთვე კავკასიის ხალხთა ცხოვრება, ისტორია, კულტურა, ტრადიცია. მისი თაოსნობით განხორციელდა მრავალი ჟურნალისტური საკვლევ-საძიებო ლაშქრობა, მოგზაურობა, სამეცნიერო-სპორტული ექსპედიცია. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დაინტერესდა მშობლიური მხარის შესწავლით. შექმნა ჯგუფი და მოიარა მაგანას და ინწრას ხეობის ბუნების ყველა ღირსშესანიშნაობა. შემდეგში არაერთ ექსპედიციას გაუკეთა ორგანიზაცია, რომელთა ხელმძღვანელი ან მონაწილე თავად იყო. მისი მეცადინეობით საზოგადოებას ემცნო ეროვნული მემკვიდრეობის მოამაგეთა, ბუნების ქომაგთა და სამშობლოდან გასულ მამულიშვილთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამბები, გაიხსნა საქართველოში პირველი სამდინარო-საზღვაო ტურისტული მარშრუტი - "ოქროს საწმისი" (ქუთაისი-ფოთი), გაიკვალა უნიკალური სამთო საცხენოსნო მარშრუტი "დიდგორი", დაწესდა საპატიო წოდება "ბუნების ქომაგი" და სხვ. ქართულ და რუსულ პრესაში გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიკაცია. არის საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირის (კლუბი "გიორგი") თავმჯდომარე, რომლის ინიციატივითა და ხელშეწყობით გამოვლინდა და განხორციელდა მრავალი რეკორდი, რომლებიც გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა. მიღებული აქვს ჟურნალისტური პრემიები (1979, 1981). ქართველი ჟურნალისტი, ეკოლოგი, მხარეთმცოდნე და მოგზაური. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.181-183; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.45 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |