The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლადო კეცხოველი

ლადო კეცხოველი
Legal name:ვლადიმერ კეცხოველი
Date of birth:14 January, 1876
Date of death:30 August, 1903  (at 27 years)
Burial location:ვერის სასაფლაო, თბილისი
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი თლია, გორის მაზრა.

1889-1891წწ. სწავლობდა გო­რის სასულიერო სასწავლებელში. 1891 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. აქვე ჩაება მოსწავლეთა არალეგალურ წრეში. 1893 წლის დეკემბერში ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და სემინარიელთა გაფიცვას, რის გამოც სასწავლებლიდან გარიცხეს; 1894 წელს ჩაირიცხა კიევის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც რევოლუციური საქმიანობისათვის დაითხოვეს (1896) და დააპატიმრეს; 3 თვის შემდეგ საქარ­თვე­ლო­ში გადმოასახლეს და პოლიციის ზედამხედვე­ლობა მიუჩინეს. 1897 წელს ფარულად ჩამოვიდა თბილისში და სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის "მესამე დასის" წევრი გახდა; 1901 წელს ბაქოში მისი აქტიური მო­ნა­წი­ლეო­ბით დაარსდა ლენინურ-ისკრული მიმართულების რსდმპ ბაქოს კომიტეტი და არალეგალური სტამ­ბა "ნინა"; 1902 წლის სექტემბერში დააპატიმრეს ბაქოში, შემდეგ გადაიყვანეს თბილისში, მეტეხის ციხეში, სადაც პოლიტიკურ პატიმართა შორის რევოლუციურ პროპაგანდას ეწეოდა; 1903 წლის 17 აგვისტოს ციხის საკანში მოკლეს. რევოლუციონერი, რსდმპ ლენინურ ისკრული ორგანიზაციების ერთერთი დამაარსებელი სამხრეთ კავკასიაში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 636; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.133


Share: