შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ კეჭაღმაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი (პედაგოგები – ა. ციმაკურიძე, კ. სანაძე, უ. ჯაფარიძე, ვ. შუხაევი) 1951 წელს. 1953 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. ძირითადი ნამუშევრები: "რუსთავის მეფოლადე ზურაბ კვახაძე" (1953), "ნიკო ნიკოლაძე და ჩერნიშევსკი" (1955), "ქალიშვილის პორტრეტი" (1958), "ცხენბურთი" (1962), "გარეჯის პეიზაჟი" (1964), "ჭაშნიკი" (1967), "ენგურჰესის მშენებლობა" (1971), "აკადემიკოს ანგია ბოჭორიშვილის პორტრეტი" (1971), "დედის პორტრეტი" (1972), "უჩა ჯაფარიძის პორტრეტი" (1982), "ბიძინა ავალიშვილის პორტრეტი" (1995); ნატიურმორტები: "ყაყაჩოები", "ვარდები" (ორივე – 1996). მონაწილეობდა გამოფენებში: "დიდება შრომას" (1974, მოსკოვი), "თანამედროვე ქართული ხელოვნება" (1977, თბილისი), "სსრკ 60 წლისთავი" (1978, მოსკოვი, თბილისი), "ქვეყნის ახალგაზრდობა" (1982, მოსკოვი). მისი ნამუშევრები დაცულია დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასა და კერძო კოლექციებში. ფერმწერი, გრაფიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 637-638 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |