შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა კვალიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის და მეხილეობა-მებოსტნეობის ფაკულტეტი 1959 წელს. 1960-1966წწ. იყო მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ხიდისთავის (გორის რაიონი) ექსპერიმენტული ბაზის გამგე; 1966-1970წწ. - სკრის საცდელი სადგურის მევენახეობის განყოფილების გამგე; 1971-1973წწ. - გორის რაიონის მთავარი აგრონომი; 1973-1977წწ. - ამავე რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე; 1977-1983წწ. - კასპის რაიკომის პირველი მდივანი; 1980-1985წწ. - საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 1983-2006წწ. - საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1985-1980 წწ. - უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 1989-1991წწ. - ამავე ინსტიტუტის ციტო-გენეტიკის განყოფილების გამგე; 1990-1995წწ. - სკრის საცდელი სადგურის დირექტორი; 2004-2007წწ. - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მემცენარეობის განყოფილების მრავალწლიანი კულტურების სექციის თავმჯდომარე; 2006-2011წწ. მუშაობდა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვაზისა და ხეხილის გენოფონდის კვლევისა და გენეტიკა-სელექციის განყოფილებაში მთავარ მეცნიერ თანამშრომლად; 2011-2012წწ. - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და 2017 წლიდან სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერტი მეხილეობის დარგში. მან სელექციონერ ვ. ბესტავაშვილთან ერთად გამოიყვანა ატმისა (ვაჟური, მარია ჯორჯანა, წედისური – თეთრი, ყვითელი, წითელი, გორის ყვითელი და სხვ.) და ყურძნის ახალი ჯიშები. ნუგურა და ატენური ყვითელი წარმატებით ინერგება ფერმერულ მეურნეობებში; 2005-2008წწ. გამოყო ატმის 5 ახალი სახეობა: ალექსანდრეს იუბილე, ლალება, ყვითელი საკონსერვო, ალმურა, იუბილე 60, რომლებიც მაღალხარისხოვან პროდუქციას იძლევიან; ყურძნის ჯიშებიდან აღსანიშნავია ბესტავაშვილის თეთრა და გორული თეთრი. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა (აქედან 3 გამოგონებაა). მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ქვეყნების სამეცნიერო კონფერენციებში, სამეცნიერო საგრანტო პროექტებში. მოლდავეთის საბჭოთა ენციკლოპედიის პირველი ტომის რედკოლეგიის წევრი, გამოქვეყნებული აქვს 107 სამეცნიერო ნაშრომი და მრავალი საგაზეთო სატატია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (2002), მეხილე-მევენახე, სელექციონერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 641; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია: gaas.dsl.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |