Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზვიად კვარაცხელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი 2008 წელს. 2007-2008წწ. იყო საზოგადოებრივი ჟურნალ "პრემიერის" არტრედაქტორი; 2010-2011წწ. ჟურნალ "ქართული მწერლობის" რედაქტორის მოადგილე; 2010 წლიდან გამომცემლობების: "ინტელექტისა" და "არტანუჯის" პროექტების კოორდინატორი და მთავარი რედაქტორი; 2013 წლიდან არის ინტერნეტგაზეთ-ის "Mastsavlebeli. ge" ბლოგერი; ავტორია ნოველების, მინიატიურებისა და მხატვრულ-დოკუმენტური თხზულებების, რომლებსაც აქვეყნებს ლიტეტატურულ პერიოდიკაში ("მნათობი", "ცისკარი", "ჩვენი მწერლობა", "ლიტერატურული პალიტრა" და სხვ.); ასევე ავტორია წიგნებისა: "მარჯვენა" (2005), "ქარაგმა" (2006), "ჰაე" (2008), "ილია სამეგრელოში" (2009), "ყიფლიბანდი" (2011), "ფორმა N100" (2013); ავტორი და ხელმძღვანელია სხვადასხვა საგამომცემლო პროექტებისა. 2016 წელს ზვიად კვარაცხელიას რომანი "ფორმა N100" გამოსცა თურქულმა გამომცემლობა გეჯემ. წიგნის მთარგმნელია ჰარუნ ჩიმქე. მისი მოთხრობები თარგმნილია თურქულ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე და შესულია გამომცემლობების – Gece, ADK, Comma Press – ანთოლოგიებში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 650-651; გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |