Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკაკი მაქაცარია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ყულიშკარი, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1954 წელს. 1963-1966წწ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში პროფ. ვ. ზენკოვიჩის ხელმძღვანელობით. 1967-1986წწ. მეცნიერულ მუშაობას ეწეოდა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინტიტუტში; 1986 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ეგზოდინამიკური პროცესების ლაბორატორიის ხემლძღვანელად. იკვლევდა ზღვის ნაპირების დინამიკასა და მორფოლოგიას, კერძოდ, შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებს და კოლხეთის სანაპიროების წყალქვეშა კანიონებს, სანაპირო ზონის მორეცხვისა და ფოთის ნავსადგურის შესასვლელი არხის დასილვის გამომწვევ მიზეზებს. სხვა მეცნიერებთან ერათად შეიმუშავა ბიჭვინთის კონცხისა და ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსის ზღვის შტორმებისაგან დაცვის ორიგინალური მეთოდი. გარდა ამისა, წლების მანძილზე იკვლევდა საქართველოს წყალსაცავებს, მათში მიმდინარე პროცესებს, ნაპირებისა და ფსკერის დინამიკას, მთის წყალსაცავების გავლენას ბუნებრივ გარემოზე, წყალსაცავებისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთზეგავლენის აქტუალურ პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბუნებრივ გარემოზე მთის წყალსაცავების ზემოქმედების გამოკვლევა", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.188
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |