შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო კვარაცხელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1935 წელს. 1947 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული კულტურების კათედრაზე ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1961 წლიდან იყო საქართველოს ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის იზოტოპების ლაბორატორიის გამგე; საქართველოში მისი ხელმძღვანელობით დამუშავდა სტაბილური და რადიოაქტიური იზოტოპების გამოყენების თეორიული და პრაქტიკული საკითხები ნიადაგმცოდნეობაში; მან შეისწავლა საქართველოში ბუნებრივი რადიონუკლიდების მიგრაციის საკითხები; გამოიკვლია კოლხეთის დაბლობის წყლების გენეზისისა და ნიადაგის ჰუმუსის ტრანსფორმაციის სპეციალური თავისებურებანი. ავტორია 4 სახელმძღვანელოსი, 2 მონოგრაფიის და სხვა. აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1969). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 651 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |