The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ კვაჭაძე

იოსებ კვაჭაძე
Date of birth:31 October, 1926
Date of death:8 July, 1993  (at 66 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლესა, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1946 წელს.

1965-1971 წლებში თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პედიატრიის კა­თე­დრის დოცენტია; 1972 წლიდან განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კა­თედ­რას; 1978 წელს ჩამოაყალიბა გენეტიკური ლაბორატორია და ნივთიერებათა ცვლის კონსტიტუციური მოშლილობით შეპყრობილ ავადმყოფ ბავშვთა განყოფილება; შეისწავლიდა პე­დიატრიის ბიოქიმიურ, მორფოლოგიურ და იმუნო-გენეტიკურ სა­კითხებს, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანებით მიმდინარე დაავადებათა ეტიოპათოგენეზს. ბავშვის ორგანიზმში აღმოაჩინა პარაზიტი ტოქსოპლაზმა, შექმნა ნივთიერებათა ცვლის კონსტიტუციურ მოშლილობათა და რევმატიული ჯგუფის დაავადებათა კვლევის ახა­ლი მიმართულება, შეისწავლა ნაწლავთა შეწოვის ფუნქციის დარღვევით მიმდინარე დაავადებები – მუკოვისციდოზი, ცელიაკია, ექსუდაციური ენტეროპათია, დისაქრიდული უკმარისობა, იმუნოდეფიციტის სინდრომით მიმდინარე პათოლოგიები, რევმატიზმი და სხვა. 200 -მდე სამეცნიერო შრომის, მათ შორის 10 მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოს, 11 მეთოდური რეკომენდაციის ავტორია, რომლებშიც გაშუქებულია თანდაყოლილი ტოქსიკოპლაზმოზის, რევმატიული ჯგუფის დაავადებათა კლინიკის, ეპიდემიოლოგიისა და იმუნოგენეტიკის საკითხები, შემაერთებელი ქსოვილის დიფუზიური დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრეობითი მოშლილობით შეპყრობილი ავადმყოფები და სხვა. მისი შრომები უცხო ენებზეა თარგმნილი, ლექციებს კითხულობდა უცხოეთის უნივერსიტეტებში. მიღებული აქვს სა­ხელმწიფო ჯილდოები. ცნობილი ქართველი პედიატრი, კლინიკური გენეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1971).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 658; უვერცხლო მკურნალი : მოგონებები - ცნობილ ქართველ პედიატრ იოსებ კვაჭაძეზე / ნელი ბადრიაშვილი ; ესაუბრა თამარ არქანია // ავერსი : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი.-თბილისი, 2015.-N3(120).-გვ.66-68საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.664-665  

Member of Organizations

  • სა­ქართველოს პედიატრთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1988-)
  • სა­ქართველოს რევმატოლოგთა საზოგადოების ბავშვთა სექცია, თავმჯდომარე (1986-)

Awards and Honors

  • 1984 - სა­ქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: