შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ კვაჭაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლესა, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1946 წელს. 1965-1971წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის დოცენტია; 1972 წლიდან განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრას; შეისწავლიდა პედიატრიის ბიოქიმიურ, მორფოლოგიურ და იმუნო-გენეტიკურ საკითხებს, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანებით მიმდინარე დაავადებათა ეტიოპათოგენეზს. ბავშვის ორგანიზმში აღმოაჩინა პარაზიტი ტოქსოპლაზმა, შექმნა ნივთიერებათა ცვლის კონსტიტუციურ მოშლილობათა და რევმატიული ჯგუფის დაავადებათა კვლევის ახალი მიმართულება, შეისწავლა ნაწლავთა შეწოვის ფუნქციის დარღვევით მიმდინარე დაავადებები – მუკოვისციდოზი, ცელიაკია, ექსუდაციური ენტეროპათია, დისაქრიდული უკმარისობა, იმუნოდეფიციტის სინდრომით მიმდინარე პათოლოგიები, რევმატიზმი და სხვა. არის მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 10 მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოს, 11 მეთოდური რეკომენდაციის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. პედიატრი, კლინიკური გენეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1971). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 658; aversi.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |