The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედიშერ კვესიტაძე

ედიშერ კვესიტაძე
დაბადების თარიღი:8 ივლისი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა  მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის ნატიფ ქიმიურ ნაერთთა ტექნოლოგიის ინსტიტუტი 1986 წელს, სპეციალობა: ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთთა ქიმია. 1989 წელს - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბახის სახელობის ბიოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1989 წლიდან - ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (ბახის სახელობის ბიოქიმიის ინსტიტუტი); 1994 წლიდან - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტი); 1996 წელს - პროფესორის წოდება ბიოქიმიასა და ბიოტექნოლოგიაში.

1985-1986წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1994წწ. - მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-1999წწ. - ამავე ინსტიტუტის ცილის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1995-2007წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიოტექნოლოგიის კათედრის გამგე; 2008-2012წწ. - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერგი დურმიშიძის ბიოქიმიის და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 2008 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი, უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტის უფროსი; 1990 წელს - ფინეთის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი - ესპოო; 1983-1984წწ. - ლეჰაის უნივერსიტეტის (აშშ) მიწვეული პროფესორი; 1991-1993წწ. - შეფილდის ჰალამის უნივერსიტეტი, ინგლისი. მიღებული აქვს ორი პატენტი. მონაწილეობა აქვს მიღებული საგრანტო პროექტებსა  და საერთაშორისო  სამეცნიერო კონფერენციებში. არის 46 გამოქვეყნებული პუბლიკაციის ავტორი. მისი  სამეცნიერო ინტერესების სფეროა: გამოყენებითი ენზიმოლოგია, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები, მიკრობული ტექნოლოგიები, მიკრობული მრავალფეროვნება ახალ ბიოტექნოლოგიებში გამოყენების მიზნით, ექსტრემალურ პირობებში მზარდი მიკროორგანიზმების სტაბილური ფერმენტები (ამილაზები, ცელულაზები, პროტეაზები, პექტინაზები, ლიპაზები), მიკროორგანიზმებსა და მათ ფერმენტებზე დაფუძნებული ახალი ტექნოლოგიების დამუშავება, მიკროორგანიზმებისა და მცენარეების უნარის შესწავლა მოახდინოს გარემოს დამაბინძურებელი ორგანული ნაერთების და მძიმე მეტალების შეთვისება და გარდაქმნა. მცენარეთა ბაქტერიული დაავადებების ბიოლოგიური კონტროლი. ინ­ჟინერ-ქიმიკოსი, ბიოქიმიკოსი, ბიოტექნოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1994), ­პროფესორი (1996).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 665

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის მიკრობიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • ევროპის ბიოტექნოლოგიური საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2021-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: