Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო მაჭავარიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგიის სპეციალობით 1965 წელს. 1975 წელს დაამთავრა უცხო ენების დაუსწრებელი სწავლების ცენტრალური კურსები (ქ. მოსკოვი). 1965-1968წწ. "თბილჰიდროპროექტი", ჰიდროლოგიის განყოფილება, ინჟინერი; 1968-1970წწ. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ჰიდროლოგიის განყოფილება, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1970-2006წწ. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ჰიდროლოგიისა და გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2006 წლიდან ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილება, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. მუშაობს კავკასიის მდინარეების მყარი ჩამონადენის ფორმირებისა და რეჟიმის, ფსკერის და ალუვიური ნალექების შესწავლაზე, მყარი ჩამონადენის კვლევის მეთოდიკის შემუშავებაზე. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცენტრალური კავკასიონის სამხრეთი ფერდობის მდინარეების მყარი მასალის ჩამონადენი", დაიცვა 1971 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.190; ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი: geography.tsu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |