The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კუკური მგელაძე

კუკური მგელაძე
Date of birth:1 January, 1915
Date of death:8 May, 2002  (at 87 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა საზღვაო ტექნიკუმი 1935 წელს და მუშაობა დაიწყო ქ. ბაქოს გემსარემონტო ქარხანაში ჰიდროტექნიკოსად; 1936-1937წწ. იყო ქ. სოხუმის სამშენებლო ტრესტის ტექნიკოსი; 1937-1938წწ. იმყოფებოდა წითელი არმიის რიგებში; 1938 წელს ჩაირიცხა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1941 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში; 1942 წელს ტყვედ ჩავარდა და მოხვდა საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც იმყოფებოდა 1945 წლამდე; 1947 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი და დატოვებულ იქნა კათედრაზე ასისტენტად. პროფესორ ბორის დობრინინის ხემძღვანელობით ჩაატარა სამეცნიერო ექსპედიციები აფხაზეთის ტერიტორიაზე. 1962-1974წწ. იყო სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის კათედრის გამგე. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მათში მოცემულია აფხაზეთის მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები, ფიზიკური გეოგრაფიისა და ლანდშაფტმცოდნეობის თეორიული საკითხები. კითხულობდა ლექციებს სსრკ ფიზიკურ გეოგრაფიაში, ტოპოგრაფია-კარტოგრაფიაში, საქართველოს ფიზიკურ გეოგრაფიაში, ლანდშაფტმცოდნეობასა და ბიოგეოგრაფიაში. იყო ტურიზმის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. მიღებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო სიგელები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1962).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მთიანი აფხაზეთის ცენტრალური ნაწილის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1955 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.190-191

Member of Organizations

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სოხუმის ფილიალი, თავმჯდომარე (1956-1986)

Awards and Honors

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლის დამსახურებული მუშაკი

Bibliography

  • ბუნებისმცოდნეობის საფუძვლები : [დამხმ. სახელმძღვ. უმაღლ. სასწავლებლების სტუდენტებისათვის] (Co-Author). - თბილისი, განათლება, 1986. - 527გვ.
  • ბიოგეოგრაფია : [დამხმ. სახელმძღვ. პედ. ინ-ტების გეოგრაფია-ბიოლოგიისა და ბიოლოგია-ქიმიის სპეც. სტუდენტებისათვის] (Author). - თბილისი, განათლება, 1983. - 306გვ.
  • Природа Абхазии (Co-Author). - Сухуми, Абгиз, 1961. - 341с.

Share: