შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მურმან კვინიკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა ყაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1966 წელს. 1966-1968წწ. მუშაობდა იაკუტიის (რუსეთის ფედერაცია) ცენტრალურ გეოლოგიურ-აგეგმვით და საძიებო ექსპედიციაში გეოლოგად (სამუშაოები ტარდებოდა პოლარული ხაზის ჩრდილოეთით, ვერხოიანსკის მთებში); 1968-1971წწ. საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს ექსპედიციაში გეოლოგისა და უფროსი გეოლოგის თანამდებობებზე; 1973-1984წწ. ა. თვალჭრელიძის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის გეოლოგიურ-მეთოდურ ექსპედიციაში, იყო პარტიის უფროსი გეოლოგი, მთავარი გეოლოგი, წამყვანი მეცნიერი მუშაკი; 1985-1988წწ. ალჟირის სახალხო რესპუბლიკის გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსი გეოლოგ-კონსულტანტია (სამუშაოები ტარდებოდა საჰარის უდაბნოში); 2000 წლიდან ა. თვალჭრელიძის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის გეოეკოლოგიისა და გამოყენებითი გეოქიმიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების გამგე. მონაწილეობს საერთაშორისო და რეგიონალურ სამეცნიერო კონფერენციებსა და პროგრამებში; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2006). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 666-667 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |