შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ კვინიხიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვიტებსკი. დაამთავრა პოზნანის უნივერსიტეტი 1922 წელს. 1907-1910წწ. სწავლობდა კიევის უნივერსიტეტის მათემატიკა-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, საიდანაც გარიცხეს სტუდენტურ დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო; 1918-1920წწ. იყო დენიკინის არმიის შტაბის კავალერიის ოფიცერი და იბრძოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ; 1951-1959წწ. მუშაობდა მისივე მონაწილეობით დაარსებული პოზნანის სასოფლო-სამეურნეო უმაღლესი სკოლის (1972 წლიდან აკადემია) ნიადაგმცოდნეობის კათედრის გამგედ; იყო რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი; წლების განმავლობაში პოლონეთის ქართველთა საზოგადოების წევრი; აქტიურად მონაწილეობდა ქართული დიასპორის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; მიღებული აქვს პოლონეთის სახელმწიფოს ჯილდოები, მათ შორის პოლონეთის ნაციონალური პრემია (პოლონეთის ნიადაგების რუკის შედგენა-გამოცემისათვის, 1951). პოზნანის სოფლის მეურნეობის აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი (1951), ნიადაგმცოდნე, მეცნიერებათა დოქტორი (1933), პროფესორი (1951). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 668
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |