შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი მხარეთმცოდნეობისა და საექსკურსიო საქმის ორგანიზაციის მეთოდიკის სპეციალობით 1982 წელს. 1990-1991წწ. სწავლობდა მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, სადაც მიენიჭა დემოგრაფის სპეციალობა. 1982-1989წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე; 1989-1992წწ. კი ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. 1992 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტში; 2001 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს გეოგრაფიის კათედრის დოცენტი; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. მისი კვლევის სფეროა: გეოდემოგრაფია, საქართველოს დემოგრაფიუილ პრობლემები, მიგრაცია, ტურიზმი, სოციალური გეოგრაფია. ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თბილისის მოსახლეობის რეპროდუქციული ქცევის თავისებურებანი", დაიცვა 1994 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.192; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.234 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |