Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მანანა მელიქსეთ-ბეგი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1969 წელს. 1967 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე ლაბორანტის, უფროსი ლაბორანტის, ასისტენტის და უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე. 1981-1984წწ. სწავლობდა ასპირანტურაში ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში. ნაშრომები ძირითადად ეხება გეოგრაფიის მეთოდიკას და მოსახლეობის მიგრაციულ პროცესებს. 1971 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. ატარებს სტუდენტთა პედაგოგიურ პრაქტიკას, კითხულობს ლექციებს ეკონომიკურ და ბიზნესის ფაკულტეტებზე. წლების განმავლობაში იყო კათედრის მდივანი და საქართველოს განათლების სამინისტორის გეოგრაფია-გეოლოგიის სექციის სწავლული მდივანი. 1986-1990წწ. შეთავსებით მუშაობდა ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის რესპუბლიკურ საშუალო სკოლა-ინტერნატში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1993 წლიდან კი თბილისის მე-6 ქართულ-გერმანულ გიმნაზიაში. ეკონომ-გეოგრაფი, უფროსი მასწავლებელი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.193
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |