Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ანდღულაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საგუნდო-სადირიჟორო განხრით, შემდგომ სწავლა განარგძო ვერდის აკადემიაში (იტალია), სადაც ასწავლიდნენ ლეგენდარული პედაგოგები: ხოსე კარერასი, კარლო ბერგონცი, რენატო ბრუზონი, ლეილა კუბერლი და ა.შ. სიმღერა ექვსი წლის ასაკიდან დაიწყო. მღეროდა საბავშვო ანსამბლებში: "მართვე", "ბიჭები", "გვირილა"; ათი წლის ასაკში გახდა თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი; როგორც სოლო მომღერალს მსოფლიოს არაერთ საკონცერტო დარბაზში ჰქონდა გამოსვლები; მღეროდა საერთაშორისო ვარსკვლავებთან ერთად როგორებიცაა: ჯეიმს ბრაუნი, რობერტინო ლორეტი, კატია რიჩიაველი, პაატა ბურჭულაძე, რენატო ბრუსონი, კალუდი კალუდოვი, ალესანდრა მარკი და სხვ., მის რეპერტუარში შედის ტრადიციული ქართული, რუსული და ნეაპოლიტანური სიმღერები; მისმა მრავალფეროვანმა ინტერპრეტაციებმა მრავალრიცხოვანი ჯილდო და წარმატება მოუტანა საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში; 13 წლის ასაკში, მან მონაწილეობა მიიღო პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ოპერის ფესტივალ "ბრავოში" (1998), სადაც დაჯილდოვდა როგორც ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე; იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი (1998-2001). შესრულებული აქვს შემდეგი პარტიები: ფერნანდო (ჯ. ვერდის "ტრუბადური", დირიჟორი მიკელე მარიოტი, 2011); რამფისი (ჯ. ვერდის "აიდა", დირიჟორი ანტონიო ფოგლიანი - თეატრი პარმაში, იტალია 2012); იორგი ( ჯ. ვერდის "სტიფელიო", დირიჟორი ანდრეა ბატტისტონი - თეატრი პარმაში, იტალია, 2012); გრაფი მონტერონე (ჯ. ვერდის "რიგოლეტო", ვერდის ფესტივალის დირიჟორი დანიელ ორენი - თეატრი პარმაში, იტალია 2012); ბანი (ჯ. ვერდის "რეკვიემი"(იტალია, 2013); ესკამილიო (ჟ. ბიზეს "კარმენი", დირიჟორი ივო ლიპანოვიჩი, იტალია 2014); მაჟორდომი (რ. შტრაუსის "კაპრიჩიო", დირიჟორი ჯეფრი ტეიტი, მონტე-კარლო, 2015); დულკამარი (გ. დოცინეტის "სიყვარულის სასმელი"); ბუონაფედე (ი. ჰაიდნის "მთვარის სამყარო"); უბერტო (ჯ. ბატისტა პერგოლეზის "მოახლე-ქალბატონი") და სხვ. მოღვაწეობს საზღვარგარეთ. ქართველი ოპერის მომღერალი (ბანი). წყარო: 4u.ge; გიორგი ანდღულაძის ოფიციალური ვებგვერდი: georgeandguladze.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |