შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაურ მესხია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგიის სპეციალობით 1963 წელს. 1959 წლიდან მუშაობდა ჰიდრომეტსამსახურის სამმართველოში მექანიკოსად, შემდეგ ინჟინრად; 1969 წლიდან გადავიდა "კავჰიდროტრანსში" უფროს ინჟინრად, შემდეგ ჰიდროტექნიკის განყოფილების გამგედ; 1977 წლიდან მუშობდა საქართველოს გეოლოგიურ დეპარტამენტში უფროს გეოლოგად, შემდეგ ჰიდროგეოლოგად; 1972-1975წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდროლოგიის კათედრაზე. გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ძირითადად შეეხება მდინარეთა ჩამონადენის ფორმირების კონცეფციას, მის თეორიულ და პრაქტიკულ მნიშვნელობას. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდინარეთა ჩამონადენის გაანგარიშება იზოქრონების თეორიის ახლებური წარმოდგენის საფუძველზე (დასავლეთ საქართველოს მაგალითზე)", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.194-195
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |