The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი შუშანაშვილი

Date of birth:4 August, 1907
Date of death:1993  (at 85 years)
Burial location:დაბა თიანეთი
Category:Scientist, Educator, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: სოფელ თიანეთი, თიანეთის მაზრა, ახლანდელი დაბა თიანეთი.

1931-1936წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის სპეციალობაზე; 1937-1938წწ. მატერიალური მდგომარეობის გამო ვეღარ გააგრძელა სწავლა და დაბრუნდა მშობლიურ სოფელში, სადაც საშუალო სკოლაში ასწავლიდა ისტორიასა და გერმანულ ენას; 1938-1939წწ. იყო თიანეთის რაიონის განათლების განყოფილების გამგე; 1939 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, ფილოსოფიის განხრით; 1946 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1968 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

ერთხანს ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1946 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში ჯერ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო შემდეგ ამავე ინსტიტუტის დიალექტიკური მატერიალიზმის განყოფილების გამგედ; 1963 წლიდან გარდაცვალებამდე - კვლავ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. მის კალამს ეკუთვნის მრავალი ნაშრომი, მათ შორის, 6 წიგნი. ამ ნაშრომებში გამოკვლეულია ლოგიკის, შემეცნების თეორიის, ღირებულებისა და მეცნიერების ბუნების პრობლემები. იგი აჩვენებს შემეცნების თეორიის ურთიერთობას ლოგიკასთან, ონტოლოგიასა და დიალექტიკასთან. შემეცნების საგანია არსი, ხოლო ამ არსის ასახვა აზროვნებაში ლოგიკური ბუნებისაა. აზროვნების ლოგიკური პროცესი ამზადებს ინტუიციურ შემეცნებას, თუმცა, შემეცნების პროცესში ინტუიციას დომინირებული მნიშვნელობა აქვს. მეცნიერული შემეცნების შედეგს მეცნიერული ცოდნა წარმოადგენს, რომელსაც მეცნიერული თეორია სისტემურ ხასიათს აძლევს. იგი გნოსეოლოგიისა და ცოდნის თეორიის პრობლემასთან დაკავშირებით კრიტიკულად აანალიზებს ჯეიმსის, ჰუსერლის, ჰაიდეგერის, ბერგსონის, დინგლერის, პოპერისა და სხვა ფილოსოფოსთა თვალსაზრისებს, აჩვენებს მათ დადებითსა და უარყოფით მხარეებს. იგი ფილოსოფიას სპეციფიკურ მეცნიერულ დისციპლინად თვლიდა და იცავდა ფილოსოფიისა და სპეციალურ მეცნიერებათა აუცილებელი კავშირის იდეას. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1968).

წყარო: XX საუკუნის ქართული ფილოსოფიის ანთოლოგია: ტ. II.- თბ., 2002. -გვ.5; ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.180-181

Bibliography


Share: