The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მეტრეველი

გიორგი მეტრეველი
Date of birth:10 September, 1938  (86 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

1958 წელს სწავლა დაიწყო ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, ხოლო 1960 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა ინჟინერ-ჰიდროლოგის კვალიფიკაციით 1965 წელს.

1964-1966წწ. მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიური სამმართველოს სამგორის სადგურის ინჟინრად; 1966-1968წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი; 1966 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრის ასისტენტია; 1970-1971 წწ. გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1970 წელს აირჩიეს კათედრის დოცენტად; 1996 წელს არჩეულია მეტეოროლოგია-ოკეანოლოგიის კათედრის პროფესორად. გამოქვეყნებული აქვს 100-მეტი სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1996).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აღმოსავლეთ საქართველოს სეზონური რეგულირების წყალსაცავების ჰიდროლოგიური რეჟიმი", დაიცვა 1970 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მსოფლიო ოკეანის თანამედროვე ევსტაზია და ზღვისპირა რეგიონების ევსტატური პრობლემები", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.195-196

Bibliography


Share: