The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე კაპანაძე

კონსტანტინე კაპანაძე
Date of birth:1 November, 1948  (76 years)
Category:Economist, Public official, Scientist, Politician

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ასპირანტურა და სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია.

1966-1970წწ. თბილისის N2 მექანიკური ქარხნის მუშა; 1970-1991წწ. ეწეოდა პარტიულ საქმიანობას: საქართველოს ალკკ თბილისის ისნის რაიკომის პირველი მდივანი, საქართველოს კპ თბილისის სამგორის რაიკომის პირველი მდივანი, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების, სოციალურ-ეკონომიკური განყოფილების გამგე, 1990 წელს საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, სამგორის საარჩევნო ოლქი, საქართველოს კომპარტია. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკისებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს პარლასმენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 191

Member of Organizations

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ეკონომიკური რეფორმების კომისია, წევრი (1990-1991)

Share: