Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე მოწერელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სუბტროპიკული კულტურების საკავშირო ინსტიტუტი აგრონომის სპეციალობით 1931 წელს. 1932-1938წწ. მუშაობდა კოლხეთის მელიორაციისა და სუბტროპიკული კულტურების საცდელ სადგურში ნიადაგთმცოდნედ; 1938-1939წწ. იყო საბჭოთა არმიის კურსანტი; 1939-1940წწ. ფოთის ჰიდრომელიორაციის ტექნიკუმის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში; 1940-1942წწ. კოლხეთის მელიორაციისა და სუბტროპიკული კულტურების საცდელ სადგურში უფროსი მეცნიერ თანამშრომელია; 1942-1945წწ. ფოთის ჰიდრომელიორაციის ტექნიკუმის დირექტორი; 1945-1972წწ. იყო ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კოლხეთის ფილიალის დირექტორი; 1972-1978წწ. მუშობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ნიადაგთმცოდნეობისა და მელიორაციის კათედრის გამგედ; 1978 წლიდან ტრესტ "კოლხიდმშენის" სამშენებლო ლაბორატორიის გამგეა; 1980 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში კოლხეთის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელად და წამყვან მეცნიერ თანამშრომლად. 1936-1965წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1953-1955წწ. - ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში; 1972-1978წწ. - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში. ავტორია 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კოლხეთის დაბლობის მელიორაციასა და სასოფლო-სამეურნეო ათვისებას. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1961, 1967, 1970). სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1976). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კოლმატაჟი და კოლხეთის კოლმატური ნიადაგების ფორმირება, დაიცვა 1948 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კოლხეთის დაბლობის ნიადაგები, მათი მელიორაცია და სასოფლო-სამეურნეო ათვისება", დაიცვა 1967 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.198-199 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |