შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიტალი თაყაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხელთუბანი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი. სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ კონტრაქტით შევიდა საქართველოს შეარაღებულ ძალებში; კოსოვოში გააგზავნეს 3 წლის ვადით, თუმა სამხედრო ნაწილის დაშლის გამო იქ მხოლოდ 8 თვე იმსახურა; ამის შემდეგ 4 წლით გააგრძელა ჯარში მსახური, თავიდან ვაზიანში მსახურობდა, შემდეგ - გორში; ცხინვალის რეგიონში სიტუაციის დაძაბვის გამო, 2008 წლის პირველ აგვისტოს გამოიძახეს; დაიღუპა 7 აგვისტოს, სოფელ ავნევთან, კეფაში მოხვედრილი ჭურვის ნასხლეტისაგან. სამხედრო მოღვაწე, კაპრალი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, ომის გმირი. 2021 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში ერთ-ერთ ქუჩას 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის ვიტალი თაყაძის სახელი მიენიჭა. კაპრალი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.231 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |