The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბონდო შალიკიანი

ბონდო შალიკიანი
Date of birth:1967
Date of death:7 August, 2012  (at 45 years)
Category:Businessmen, Politician

Biography

შალიკიანი პოლიტიკურ საქმიანობაში 1990-იანი წლების ბოლოს ჩაერთო. ამ დროისთვის ის დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი იყო; ფლობდა ბენზინგასამართი სადგურების ქსელს, აქციებს ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში, კურორტ "საირმეში", ფარმაცევტულ ქარხანას ქუთაისში, ტელეკომპანია "ქუთაისს" და სხვა; 2002 წელს აირჩიეს ქუთაისის საკრებულოს წევრად; 2003 წელს საქართველოს პარლამენტის წევრად (ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი); 2004 წლის მარტში ქუთაისში ჩატარებული პოლიციური ოპერაციის მსვლელობისას დააპატიმრეს გადასახადებისთვის თავის არიდების და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით; წინასწარ პატიმრობაში მყოფი შალიკიანის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობა საქართველოს პარლამენტმა გადაავადა; 2004 წლის ბოლოს გაათავისუფლეს, თუმცა ჩამოართვეს კუთვნილი ბიზნესების ნაწილი; შალიკიანი ამის შემდეგ რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად და იქაური მოქალაქეობა მიიღო; 2007 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა განაახლა 1990-იანი წლების დასაწყისში ჩადენილი დანაშაულების გამო (ადამიანის გატაცება, გამოძალვა, "ქურდული სამყაროს" წევრობა), რის გამოც სასამართლომ მას დაუსწრებლად 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა; ცხოვრობდა რუსეთსა და ბელარუსში (ბონდო პავლოვის სახელით); 2012 წელს მოკლეს მინსკში.


Share: