შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ბალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაფარეული, თელავის მუნიციპალიტეტი. 18 წლის ასაკში წავიდა ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში; დაბრუნების შემდეგ ორი წელი მუშაობდა სახელმწიფო დაცვის სამსახურში; 2002 წელს, ოთხწლიანი სამხედრო კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, გახდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო; მსახურობდა ერაყში. 2008 წლის 9 აგვისტოს სოფელ ნიქოზზე მიტანილი რუსული საავიაციო შეტევისას ზურაბ ბალაშვილს კასეტური ბომბის ანასხლეტი მოხვდა და სასიკვდილდ დაიჭრა. 21-ე ბატალიონში ის ერთადერთი დაღუპული იყო. მისი თანამებრძოლების თქმით, ზურას უკანასკნელი თხოვნა მის ოჯახზე ზრუნვა იყო; 2008 წლის რუსეთ საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის გმირი. კაპრალი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.451 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |