The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფარნაოზ მჭედლიშვილი

ფარნაოზ მჭედლიშვილი
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1919
გარდაცვ. თარიღი:27 სექტემბერი, 1989  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1936 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის გეოლოგიურ განყოფილებაზე, რომლის დამთავრება ვერ მოასწრო. 1941 წელს გაიწვიეს არმიაში. 1943 წელს მძიმე ჭრილობის შემდეგ, ზურგის ნაწილებში გადაიყვანეს, სადაც 1945 წლის ბოლომდე სამხედრო გეოლოგიურ ნაწილში მუშაობდა. 1946 წელს ჩააბარა გამოცდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და იმავე წელს ჩაირიცხა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვ. კომაროვის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში პალეობოტანიკის განხრით. დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში; 1957 წელს გადაიყვანეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პალეობიოლოგიის სექტორში, რომელიც 1957 წელს გადაკეთდა პალეობიოლოგიის ინსტიტუტად. აქ ჯერ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო, ხოლო 1959 წლიდან პალეობოტანიკის განყოფილების გამგე; 1964 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკური გეოგრაფიის კათედრის გამგედ, ხოლო 1979 წლიდან ეკავა ერთიანი გეოგრაფიის კათედრის გამგის თანამდებობა. შესრულებული აქვს 110-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც გამოკვლეულია ზედა ცარცული პერიოდის და კაინოზოური ერის ფიტოსტრატიგრაფია, პალეოგეოგრაფია და პალეოკლიმატოლოგია, აგრეთვე, ფარულთესლიანთა ფილოგენია. გარდა ამისა ნაყოფიერად მუშაობდა ფლორისტიკაში - ფარულთესლიანი და ფლორის ისტორიაში. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1965).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჩრდილოეთი ყაზახეთის ტურგაის ფლორის ბიოსტრატიგრაფიული და პალეოეკოლოგიური მნიშვნელობა", დაიცვა 1948 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კავკასიის ნეოგენური ფლორის ბიოსტრატიგრაფიული მნიშვნელობა და პალეოეკოლოგია", დაიცვა 1957 წელს (სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტი).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.200

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: