The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ნაკაიძე

ირაკლი ნაკაიძე
დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1914
გარდაცვ. თარიღი:15 აპრილი, 1972  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხუცუბანი, ქობულეთის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ტექნიკუმი 1934 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით - 1939 წელს.

მუშაობა დაიწყო აჭარის განათლების კომისარიატში მეთოდისტად; 1940 წელს გადავიდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტში გეოგრაფიის კათედრაზე. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1944 წელს დემობილიზებულ იქნა ჭრილობის გამო. კვლავ დაბრუნდა პედაგოგიურ ინსტიტუტში გეოგრაფიის კათედრაზე. შემდეგში იყო გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანი; 1946 წელს დააწინაურეს აჭარის განათლების მინისტრად; 1949 წლიდან მუშობას იწყებს პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორის მოადგილედ დაუსწრებელი სწავლების დარგში. შემდეგ კი, ბუნებისმეტყველება-გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანად; 1962 წელს გადაიყვანეს პრორექტორად სასწავლო და სამეცნიერო დარგში; 1971 წელს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დისციპლინების სწავლების მეთოდიკის კათედრის გამგეა. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომისა. მისი შრომები ეხება აჭარაში სოფლის მეურნეობის მდგომარეობისა და განვითარების გეოგრაფიულ ასპექტებს. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1968).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აჭარის ასსრ სოფლის მეურნეობის განვითარებისა და განლაგების ზოგიერთი საკითხი", დაიცვა 1967 წელს. 

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.203


გააზიარე: