The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი ნასყიდაშვილი

აკაკი ნასყიდაშვილი
Date of birth:26 January, 1947  (78 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ტიბაანი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი მეტეოროლოგია-ოკეანოლოგიის სპეციალობით 1973 წელს.

1973 წლიდან - საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოს სისტემა - ინჟინერ-ოკეანოლოგი; 1978-1984წწ. - აფხაზეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრი; 1984-1986წწ. საბჭოთა კავშირის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტი; 1990 წლიდან - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სოხუმის საზღვაო კონვენციური ინსპექციის უფროსი; 1997 წლიდან ამავე სამინისტროს შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის უფროსისი მოადგილე (ბათუმი); პარალელურად, 1985 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, სადაც კითხულობდა ლექციებს "მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიაში"; 1989-2005წწ. - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტი, დოცენტი; 2005-2006წწ. - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტურიზმისა და სპორტის კათედრის გამგე; 2006-2010წწ. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2010 წელს - სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ტურიზმისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სრული პროფესორი; 2011 წლიდან აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებშიც ასახვა ჰპოვა შავი ზღვის სანაპირო ზოლის ეკოლოგიურმა პირობებმა, გაშუქებულია შავი ზღვის აღმოსავლეთ რაიონის ჰიდრომეტეოროლოგიური პირობები და მოცემულია შტორმული ღელვის პროგნოზის მეთოდები მცირე ტონაჟიანი სწრაფმავალი გემებისათვის. გარდა ამისა, ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო-პოპულარული წერილები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანაპა-ბათუმის გემთსავალი ტრასის ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების პროგნოზი", დაიცვა 1987 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.203-204; atsu.edu.ge

Member of Organizations

  • აფხაზეთის მეცნიერთა აკადემია, აკადემიკოსი (2008-)
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ასოცირებული წევრი (1996-)

Share: