The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკატერინე ნაფეტვარიძე

ეკატერინე ნაფეტვარიძე
დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1892
გარდაცვ. თარიღი:11 იანვარი, 1965  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქ. პეტერბურგის ბესტუჟევის ქალთა უმაღლესი კურსების ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1916 წელს.

მუშაობა დაიწყო თბილისის ფიზიკურ ობსერვატორიაში; 1930 წელს სამუშაოდ გადაიყვანეს ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოს ამინდის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად; 1936 წლიდან მუშაობდა ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილებაში. სხვა მკვლევარებთან ერთად, მან შეისწავლა ამიერკავკასიაში მიმდინარე ცირკულაციური პროცესების თავისებურებანი. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია ჰავის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორის დახასიათება, ახსნილია მისი როლი საქართველოს კლიმატური პირობების ჩამოყალიბებაში. 1950-1952წწ. შეთავსებით მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც აწარმოებდა ამიერკავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში კლიმატისა და მისი შემქმნელი ფაქტორების შესწავლას. ამ პერიოდში გამოქვეყნდა მეტად საინტერესო ნაშრომები, რომელთაც როგორც თეორიული ისე პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ. 1953 წლიდან მუშაობდა თბილისის (ამიერკავკასიის) რეგიონალურ სამეცნიერო-კვლევით ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ატმოსფეროს ცირკულაციური პროცესები საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც მისი კლიმატური ფაქტორი", დაიცვა 1949 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.204


გააზიარე: