Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირინე ნაჭყებია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1977 წელს. 1977-1983წწ. ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე გაიარა ასპირანტურის კურსი. 1982-1983წწ. მუშაობდა ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1983 წლიდან მუშაობს გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, ჯერ სამეცნიერო ინფორმაციის, შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილებაში; 1996 წლიდან თანამშრომლობს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ნაციონალური ცენტრის (CNRS) "ირანული სამყაროს" კვლევით პროგრამებში; 1996-2002წწ. სამეცნიერო მივლინების დროს, პარიზის არქივებსა და ბიბლიოთეკებში მოიძია დღემდე უცნობი მასალები 1804-1810წწ. საფრანგეთ-ირანის დიპლომატიურ ურთიერთობებსა და მასში საქართველოს მნიშვნელობის შესახებ. 2001-2003წწ. მონაწილეობდა INTAS-ის გაერთიანებული საერთაშორისო ჯგუფის სამეცნიერიო პროექტში - თბილისი XIX საუკუნეში: ისტორია, კულტურა. 1991-1999წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, კითხულობდა ლექციებს თბილსიის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ამედე ჟობერის ნაშრომი "მოგზაურობა სომხეთსა და სპარსეთში 1805-1806წწ., როგორც წყარო XIX საუკუნის დასაწყისის მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისათვის", დაიცვა 1990 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საფრანგეთ-ირანის დიპლომატიური ურთიერთობა 1804-1810 წლებში (ფრანგული წყაროებისა და საარქივო მასალის მიხედვით)", დაიცვა 2003 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.204-205 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |