შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რასიმ ბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მახინჯაური, ბათუმის რაიონი. მახინჯაურის სკოლის დამთავრებისთანავე მან სწავლა იმ დროს ბათუმში არსებულ საზღვაოსნო ტექნიკუმში განაგრძო (1934-1939), შემდეგ კი ბაქოს საზღვაოსნო ტექნიკუმშიც სწავლობდა, რომელიც შორეული ნაოსნობის შტურმან-გემთწამყვანის სპეციალობით დაამთავრა 1940 წელს. 1940-1946 წწ. კასპიის სანაოსნოს (კასპტანკერი) გემების: «Юпитер», «Украина», «Марат», «Горняк», «Армения»-სა და «Буденный»-ს კაპიტნის თანაშემწედ ცურავდა, 1946 წელს კი იგი კაპიტანი ხდება და კასპფლოტის ტანკერების: «30 лет ВЛКСМ», «Тельман», «Туркменистан», «Киргизстан», «Джабраил», «Сабунчи»-სა და «Джорат»-ის ეკიპაჟებს მეთაურობდა; კასპიაზე გამობრძმედილი ზღვაოსანი 1967 წელს სამშობლოში ბრუნდება და პროფესიულ საქმიანობას ახლად დაარსებულ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს კაპიტან-დამრიგებელად განაგრძობს ტანკერებზე: «Алексеевка» (1968), «Клайпеда» (1969), «Гори» (1970) და «Анаклия» (1974), 1974 წელს კი იგი სანაოსნოს ერთ-ერთი საუკეთესო ხომალდის «Николоз Бараташвили»-ს კაპიტნობას იბარებს; მომდევნო წლებში რასიმ ბერიძე «Давид Гурамишвили»-ს, «Победа Октября»-სა და სანაოსნოს სხვა გემების ეკიპაჟებსაც მეთაურობდა, 1986 წელს კი პენსიაზე გავიდა; 1989 წელს კვლავ დაუბრუნდა ზღვისა და ფლოტის სამსახურს სანაოსნოს სამაშველო ცენტრის უფროსი დისპეტჩერის მოვალეობების შემსრულებლად. მას "კაპიტნების კაპიტანს" ეძახდნენ. ქართული ზღვაოსნობის ჭეშმარიტი ბერმუხა, ბერიძეთა საზღვაოსნო "დინასტიის" წარმომადგენელი, მე-20 საუკუნის თვალსაჩინო ქართველი ზღვაოსანი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |