The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სულიკო სეიდიშვილი

სულიკო სეიდიშვილი
Legal name:ლავრენტი სეიდიშვილი
Date of birth:23 January, 1939  (86 years)
Category:Sailor, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1965 წელს.

საზღვაო ნათლობა ნოვოროსიისკის სატანკერო ფლოტის სამმართველოს გემებზე მიიღო, სადაც თავდაპირველად მატროსად დაიწყო საქმიანობა, 1966 წელს კი ნოვოროსიისკის სანაოსნოს ტანკერ «Лебедин»-ის კაპიტნის მეოთხე თანაშემწე გახდა; 1967 წელს ბათუმში ბრუნდება და ახლად დაარსებული საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ «Аксай»-ს კაპიტნის მესამე თანაშემწედ განაგრძობს ზღვაში საქმიანობას; 1967-1995 წლებში თითქმის სამი ათეული წელი ცურავდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე, პარალელურად კი დაუსწრებლად ნოვოროსიისკის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელში (НВИМУ) სწავლობდა, რომელიც ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 1985 წელს დაამთავრა და იმავე წელს შორეული ნაოსნობის კაპიტნადაც დაამტკიცეს; 1985-1995 წწ. შორეულ ნაოსნობის კაპიტანი სულიკო სეიდიშვილი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს არაერთი ხომალდის, ძირითადად ტანკერების: «Зугдиди»-ს ,«Аксай»-ს, «Анаклия»-ს, «Давид Гурамишвили»-ს, «Генерал Багратион»-ისა და ბალკერ «Художник Тоидзе»-ს ეკიპაჟებს მეთაურობს; 1995-1996 წწ. გამოცდილ კაპიტანს უცხოური, კერძოდ ბერძნული კომპანიის გემებზეც მოუწია მუშაობა, 1996 წლიდან კი  საქმიანობა ნაპირზე, ჯერ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, მოგვიანებით კი საზღვაო საკოორდინაციო ცენტრში კაპიტან -კოორდინატორად გააგრძელა; საკუთარი მდიდარი გამოცდილების გაზიარების მიზნით, 2007 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, 2011 წლიდან კი იგი უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელ "ანრი"-ს ერთ-ერთი წამყვანი პედაგოგია, ემსახურება მომავალი თაობის აღზრდის, მომზადებისა და პროფესიული დაოსტატების საქმეს. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: