The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ჩახვაძე

ოთარ ჩახვაძე
Date of birth:12 March, 1937
Date of death:1995  (at 57 years)
Category:Sailor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩაისუბანი, ბათუმის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანობის ფაკულტეტი 1961 წელს.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, იმ დროს საქართველოში სანაოსნოს არარსებობის გამო ცურვა თავდაპირველად შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოს გემების რიგით მატროსად დაიწყო; 1963-1966 წწ. კი კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწედ ცურავდა ნოვოროსიისკის სანაოსნოს შორეული ნაოსნობის გემებზე; 1967 წელს სამშობლოში ბრუნდება და დღიდან დაარსებისა საქმიანობას საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე განაგრძობს; 1971 წლამდე კაპიტნის უფროს თანაშემწედ ცურავდა სანაოსნოს ტანკერებზე - «Боржоми», «Гори» და «Пятидесятилетие Советской Грузии», 1972 წლიდან კი ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლის (ОВИМУ) წარჩინებით დასრულების შემდეგ შორეული ნაოსნობის კაპიტანი ხდება და მომდევნო წლებში ტანკერების -«Анаклия», «Керчь», «Аспиндза», «Николоз Бараташвили», «Командарм Федько», «Генерал Мерквиладзе»-სა და «Александр Цулукидзе»-ს ეკიპაჟებს მეთაურობს; 1981 წელს უკვე გამოცდილი ზღვაოსანი საქმიანობას ნაპირზე განაგრძობს საქართველოს საზღვაო სანაოსნოს რადიოსალოკაციო ცენტრში, 1995 წლამდე კი ზღვაოსნობის სამსახურის კაპიტან-დამრიგებლის საპასუხისმგებლო მოვალეობებს ასრულებდა. მისი სახელისა და ხსოვნის უკვდავსაყოფად სადღეისოდ ბათუმის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელ -"ანრი"-ს სასწავლო-საწვრთნელი გემი ოთარ ჩახვაძის სახელს ატარებს. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com



Share: