შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ ფირცხალავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელის გემთწამყვანობის ფაკულტეტი 1962 წელს. სასწავლებლის დაამთავრების შემდგომ განაწილებით შავი ზღვის სანაოსნოში მოხვდა, ქალაქ ოდესაში; 1962 წელს ცურვა მატროსად გემ «Чернигов»-ზე დაიწყო, მომდევნო წლებში კი ამავე სანაოსნოს გემებზე: «Суджа», «Маргелан», «Красное Знамя» და «Мариинск» გახდა კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწე; 1968 წელს, უკვე გამოცდილი შტურმანი მშობლიურ ბათუმში ბრუნდება და კაპიტნის მეორე თანაშემწედ საქმიანობას საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერებზე «Акташ»-ზე და «Агамали-Оглы»-ზე განაგრძობს; მოგვიანებით ჯერ ტანკერ «Алексин»-ზე, შემდეგ კი ბალკერ «Нико Николадзе»-ზე სახელოვანი ქართველი კაპიტნების, გიორგი სვანიძისა და რომან ახობაძის უფროსი თანაშემწის მოვალეობებს ასრულებს; 1978 წელს კაპიტანი ხდება და სწორედ ამ უკანასკნელს ცვლის ბალკერ «Нико Николадзе»-ს ხიდურაზე; 1983 -1987 წწ. სწავლობდა ნოვოროსიისკის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელში; მომდევნო წლებში კაპიტანი ო. ფირცხალავა სანაოსნოს ბალკერების: «Художник Тоидзе»-სა და «Художник Герасимов»-ის ეკიპაჟებს მეთაურობს, რომლებზეც არანაკლებ სახელოვანი კაპიტნების, რომან ჯიბლაძისა და ბიჭიკო ვარშანიძის შეცვლა მოუწია, შემდეგ კი მადანმზიდ «Художник Габашвили»-ს იბარებს და 1990 წლამდე ამ ხომალდის შტატიან კაპიტნად რჩება; 1991 წლიდან მეთაურობდა ბალკერების: «Levan»-ის, «Sedoy»-სა და «Akaki Tsereteli»-ს ეკიპაჟებს, საბოლოოდ კი ერთ-ერთ ბერძნულ სანაოსნო კომპანიაშიც საქმიანობდა; 2006 წლის შემდეგ ო. ფირცხალავა ზღვაში აღარ წასულა. იგი კაპიტნის ხიდურას დაემშვიდობა, საბოლოოდ დაუბრუნდა ნაპირს და გარდაცვალებამდე საკრუინგო კომპანია "იალქანში" საქმიანობდა. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |