შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ნაჭყებია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალობით 1950 წელს; 1950-1953წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით პროფ. გ. გეხტმანის ხელმძღვანელობით. 1954-1960წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, აგრეთვე, ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიურ ისნტიტუტში; 1957-1960წწ. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში იყო უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1960 წლიდან მუშობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1963-1974წწ. იყო გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კეთედრის ხელმძღვანელი; 1965-1977წწ. - ფაკულტეტის დეკანი; წლების მანძილზე იყო სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარე; ჯერ კიდევ ასპირანტურის პიერიოდში იკვლევდა საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სანავსადგურო ქალაქ ფოთს; 1960-იან წლებში პირველი შეუდგა თურქეთის, ირანის და არაბული ქვეყნების ეკონომიკურ-გეოგრაფიულ კვლევას; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფუძველი ჩაუყარა ახალ სპეციალობას - "საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკურ გეოგრაფიას"; მისი ინიციატივით ცალკე გამოიყო და ჩამოყალიბდა რიგი დამოუკიდებელი კათედრები; იგი ავტორია სამეცნიერო შრომებისა, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ და უცხოურ პუბლიკაციებში; მათ შორის, აღსანიშნავია რამდენიმე მონოგრაფია, რომლებიც საზღვარგარეთის ქვეყნებს ეხება; იგი დაინტერესებული იყო გეოგრაფიის ისტორიის კვლევითაც. ამ მხრივ, აღსანიშნავია მისი გამოკვლევები ა. დადეშქელიანისა და გ. ყაზბეგის მოგზაურობებზე. მისი სამეცნიერო ინტერესი საქართველოს სოფლის მეურნეობასა და სასოფლო განსახლებისაკენ იყო მიმართული. იგი წლების მანძილზე იყო საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სასწავლო-მეთოდური საბჭოს თავმჯდომარე, უცხოეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული თანამშრომლობის საქართველოს საზოგადოების წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფოთი (ეკონომიკურ-გეოგრაფიული გამოკვლევა)", დაიცვა 1955 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.205-206 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |