Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა ნეიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1960 წელს. მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. იკვლევდა მრეწველობის გეოგრაფიის, შემდეგ ქალაქების გეოგრაფიის საკითხებს. შემდეგში კვლევა გააგრძელა საქართველოს განსახლების სისტემებზე (სასოფლო, საქალაქო). პირველად იქნა დამუშავებული ახალი ქალაქების (საქართველოს მასშტაბით) საკითხები. აგრეთვე, თეორიული - რეგიონული განსახლების ფაქტორების სტრუქტურულ-ფუნქციური ანალიზი. 1986 წელს გამოაქვეყნა ფუძემდებლური სტატია - "География спорта: предмет и задачи исследования" (из. АН СССР, сер. гегр. №4б 1986), რომლითაც საფუძველი ჩაეყარა ახალ დისციპლინას - სპორტის გეოგრაფიას. იკვლევდა პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის პრობლემას. აგრეთვე, სამხედრო (საომარი) კონფლიქტების, ტურიზმის, ბუნების დაცული ტერიტორიების სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ვითარების გეოგრაფიულ ანალიზს; საქართველოს საზოგადოების ტერიტორიულ ორგანიზაციას (ფაქტორები, ტენდენციები, პრობლემები). გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. გარდა ამისა იგი იყო საერთაშორისო ოსტატი და ფიდეს საერთაშორისო არბიტრი საჭადრაკო კომპოზიციაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, გეოგრაფიის დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს ახალი სამრეწველო ქალაქების ეკონომიკურ-გეოგრაფიული პრობლემები", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.206-207 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |