The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრივერ ფარულავა

გრივერ ფარულავა
დაბადების თარიღი:5 ივლისი, 1936
გარდაცვ. თარიღი:11 აგვისტო, 2020  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კითხულობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს.

იკვლევდა ქართული ქრისტიანული ხელოვნების, ესთეტიკისა და ლიტერატურის პრობლემებს, კითხულობდა სპეციალურ კურსებს ამ მიმართულებით. მკვლევართა და ძველი ქართული მწერლობით დაინტერესებული მკითხველისთვის ცნობილია მისი წიგნები: "მხატვრული სახის ბუნებისათვის ძველ ქართულ პროზაში", "ჰაგიოგრაფია – ხელოვნება ხელოვნების შესახებ" და სხვა. არაერთი აკადმიური ნაშრომის, წერილისა თუ მონოგრაფიის ავტორი.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ძველი ქართული ლიტერატურის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: netgazeti.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - ღირსების ორდენი
    "სახელმწიფო ენის შენარჩუნების, ენის, როგორც უწყვეტი სააზროვნო პროცესის ჩამოყალიბებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩნების ხელშეწყობისთვის“
  • 2012 - წმინდა გიორგის ოქროს ჯვარი
    სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: