ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
დალი ნიკოლაიშვილი
დაბადების თარიღი: | 29 მაისი, 1963 (61 წლის) |
კატეგორია: | გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1986 წელს. 1986-1989წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა სპეციალობით - ფიზიკური გეოგრაფია, ლანდშაფტების გეოფიზიკა და გეოქიმია.
1980 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ ლაბორანტად, შემდეგ მეცნიერ-თანამშრომლად აეროკოსმოსური მეთოდებით ბუნებრივი გარემოს მდგომარეობების შესწავლის სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში; 1998 წლიდან საქართველოს გეოგრაფიის კათედრის დოცენტია; 1993 წლიდან კითხულობს ლექციებს. არის სამხრეთ კავკასიის ბუნებრივი რესურსების მონაცემთ ბაზის პროექტის კოორდინატორი. მისი კვლევის სფეროებია: ლანდშაფტების სივრცე-დროითი ანალიზი, ლიმოლოგია და გის-ტექნოლოგიები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს სალექციო კურსებს: გეოგრაფიის კვლევის მეთოდები, გეოინფორმაციული და ექსპერტული სისტემები, კავკასიის ბუნებრივი რესურსები, მდგრადი ეკოლოგიური განვითარება და საქართველოს ლანდშაფტების კადასტრი. ჟურნალების "კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალი" და "საქართველოს გეოგრაფია" სარედაქციო კოლეგიის წევრი; საქართველოს ეროვნული ატლასის (2012) რედკოლეგიის წევრი, "თსუ ნორჩ გეოგრაფთა სკოლის" კოორდინატორი, გეოგრაფიაში ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული 20-ზე მეტ საერთაშორისო (UNEP, WWF,WB, CEU, GTU, GTZ, GEF/UNDP და სხვ.), თუ ადგილობრივ პროექტებში. გეოგრაფიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
სკანდიდატო დისერტაციის თემა - "კავკასიის საშუალო მთის ტყის ლანდშაფტები (ლანდშაფტურ-გეოფიზიკური ანალიზი)", დაიცვა 1995 წელს.
წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.208; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის (ICA – International Cartographic Association) , ეროვნული წარმომადგენელი საქართველოში
- საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, ვიცე-რეზიდენტი
ბიბლიოგრაფია
- მესხეთი ოსმალური დავთრების მიხედვით : ცნობარი (თანაავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2021. - 1424გვ.. - ISBN: 9789941269967
- Identification of the border of Georgia after the I World War : Ivane Javakhishvili's view (თანაავტორი). - Beau Bassin, LAP LAMBERT Academic Publishing, 2018 (Norderstedt : Books on Demand GmbH), 2018. - 179გვ.. - ISBN: 9786139867035
- სამცხე-ჯავახეთი : ცნობარი (თანაავტორი). - თბილისი, 2016. - 312გვ.. - ISBN: 9789941086267
- ილუსტრირებული მსოფლიო ატლასი : პლანეტა დედამიწის კომპლექსური სურათი (მთარგმნელი). - თბილისი, პალიტრა L, 2016. - 304გვ.. - ISBN: 9789941213496
- ივანე ჯავახიშვილის კარტოგრაფიული მემკვიდრეობა : გამოფენის მეგზური (თანაავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2016. - 90გვ.. - ISBN: 9789941135040
- ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ : ალბომი მიძღვნილი თსუ-ის გეოგრაფიის მუზეუმის 55 წლის იუბილესადმი (შემდგენელი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2015. - 88გვ.. - ISBN: 9789941133640
- გეოგრაფიის კვლევის მეთოდები = Geographical research methods : სახელმძღვ. (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2014. - 520გვ.. - ISBN: 978-9941-13-365-7
- ბუნება (თანაავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2013. - 295გვ.. - ISBN: 9789941198977
- ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ლანდშაფტური დაგეგმარება (თანაავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2012. - 132გვ.. - ISBN: 9789941176326
- 100+ კითხვა-პასუხი გამოყენებითი ეკოლოგიაში (თანაავტორი). - თბილისი, თსუ, 2011. - 183გვ.
- ლანდშაფტური დაგეგმარება : მეთოდოლოგია და გამოცდილება = Ландшафтное планирование: методология и опыт применения = Landscape planning: methodology and experience in implementation : [მონოგრაფია] : ეძღვნ. რუსი გეოგრაფის ალექსანდრე ანტიპოვის ხსოვნას (თანაავტორი). - თბილისი ; ბონი ; ირკუტსკი, 2009. - 188გვ.
- საქართველოს ლანდშაფტების სივრცე-დროითი ანალიზი (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2009. - 432გვ.. - ISBN: 9789941131103
- საქართველოს საზღვრები (ავტორი). - თბილისი, 2009. - 135გვ.
- სამხრეთ კავკასიის მდგრადი ეკოლოგიური დაგეგმარება : ლექციების კურსი (თანაავტორი). - თბილისი, 2005. - 116გვ.
- გეოინფორმაციული და ექსპერტული სისტემები : დამხმ. სახელმძღვ. გეოგრ. სპეც. სტუდ. (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2004. - 371გვ.. - ISBN: 9994020706
- Caucasus environment outlook (GEO), 2002 / UNEP (თანაავტორი). - Tbilisi, New Media, 2002. - 100p.. - ISBN: 9992880325
- საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული ობიექტების ახსნა-განმარტებანი (ავტორი). - თბილისი, დედაენა, 2000. - 192გვ.. - ISBN: 9992881518
- საქართველოს გეოგრაფია : სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავ¬ლებ¬ლის სტუდენტებისათვის (თანაავტორი). - თბილისი, 2000. - 328გვ.
- საქართველოს საზღვრების ფიზიკურ-გეოგრაფიული მიმოხილვა (თანაავტორი). - თბილისი, 1999. - 16გვ.
- ლანდშაფტური პრაქტიკა მარტყოფის სტაციონარზე : სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის (თანაავტორი). - თბილისი, 1993. - 112გვ.
- ლანდშაფტმცოდნეობა : ლექციების კურსი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის (თანაავტორი). - თბილისი, 192. - 129გვ.
|