The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ გაიდამაშჩუკი

თეიმურაზ გაიდამაშჩუკი
დაბადების თარიღი:8 ივნისი, 1927
გარდაცვ. თარიღი:3 მარტი, 1989  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბათუმი
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1948 წელს; ოდესის უმაღლესი სასზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი.

თავდაპირველად იგი ექიმობაზე ოცნებობდა და სკოლის დასრულების შემდეგ ჩაირიცხა კიდეც თბილისის სამედიცინო სასწავლებელში, თუმცა მალე მიხვდა, რომ ექიმობა მისი საქმე არ იყო, ამიტომ  კვლავ ბათუმში დაბრუნდა და საზღვაო სასწავლებელში განაგრძო სწავლა; 1948 წელს, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ განაწილებით ოდესაში მოხვდა და ზღვაში შრომითი საქმიანობა შავი ზღვის სანაოსნოს გემებზე დაიწყო; ამ სანაოსნოს გემებზე გაიარა მან გზა მატროსობიდან  შტურმანობამდე; ცურავდა სხვადასხვა გემებზე: «Измаил»-ზე, «Восток»-ზე, «Васили Головнин»-სა  და «Чусовой»-ზე; იყო ლეგენდარული კაპიტნის ელიზბარ გოგიტიძის თანაშემწეც სამგზავრო დიზელელექტრომავალ «Россия»-ზე, მოგვიანებით კი ყაზბეგის ტიპს ტანკერ  «Поти»-სა და «Тбилиси» -ზე; სწორედ ამ უკანასკნელ გემს გადმოჰყვა უკვე გამოცდიილი კაპტანი ოდესიდან ბათუმში ახლადგახსნილ სანაოსნოში და 1969-1971 წლებში ამ ტანკერის უცვლელი კაპიტანი გახდა; 1972 წელს კი მან პოლონეთში შეცინის ა. ვარსკის სახელობის გემთსაშენში მიიღო და ექსპლუატაციაში გაუშვა საქართველოს საზღვაო სანაოსნოსათვის აგებული ახალი საზღვაო ხომალდი, იმ დროისათვის მაღალი კლასისა და ავტომატიზაციის მქონე ბალკერი «Филипп Махарадзе»; ზღვაში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კაპიტანი, ქვეყნის საზღვაო ფლოტის საპატიო და დამსახურებული წარმომადგენელი გახლდათ, რომელიც პროფესიონალიზმთან ერთად პიროვნული თვისებების გამოც უზომო ავტორიტეტით სარგებლობდა ეკიპაჟის წევრებს, კოლეგებსა და მეგობრებს შორის. პოლონეთში მიღებიდან მომდევნო 16 წლის მანძილზე უცვლელად მეთაურობადა იგი მადანმზიდ «Филипп Махарадзе»-ს ეკიპაჟს. სწორედ ამ გემზე ყოფნისას, მოულოდნელად გარდაიცვალა იგი პორტ იუჟნიში დგომისას. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: