The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამილა ნიკოლაიშვილი

თამილა ნიკოლაიშვილი
დაბადების თარიღი:3 მარტი, 1932  (93 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, თანამდებობის პირი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1955 წელს.

განაწილებით მუშაობა დაიწყო ავჭალის ცენტროლიტის საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1957 წლიდან თბილისის 28-ე საშუალო სკოლაში მუშაობდა, სადაც 1968 წლიდან დირექტორი და გეოგრაფიის მასწავლებელია. 1973 წელს 25-ე და 28-ე სკოლები გაერთიანდა და 25-ე საშუალო სკოლის დირექტორად დანიშნეს; 1979 წლიდან 43-ე საშუალო სკოლის დირექტორია; 1981 წლიდან მუშაობდა 116-ე საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად. ამავე პერიოდში მუშაობდა განათლების განყოფილებაში მეთოდისტ-ორგანიზატორად; 1977-2001წწ. იყო განათლების სამინისტროსთან არსებული გეოგრაფიის მეთოდსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1968-1973წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. იქვე, გეოგრაფიის კათედრაზე სტუდენტებს უკითხავდა ლექციებს გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკაში; მონაწილეობდა სხვადასხვა კონფერენციებში; 1975 წლიდან საკავშირო გეოგრაფიულ საზოგადოების ყრილობების მუშაობაში მიიღო მონაწილეობა; აქტიურად იყო ჩართული სასკოლო სახელმძღვანელოების რეცენზირებაში, სტანდარტების და პროგრამების დამუშავებაში, მოსწავლეთა კონფერენციებსა და ოლიმპიადებში. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მეთოდური და სხვა ხასიათის ნაშრომი. 1973-1980წწ. იყო რაიონული მოწვევის დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 2000 წელს პრეზიდენტის განკარგულებით გამოეცხადა მადლობა. გეოგრფიის მასწავლებელი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.208-209

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - შრომის ვეტერანის მედალი
  • 1981 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

გააზიარე: