The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ნოზაძე

დავით ნოზაძე
Date of birth:16 January, 1921
Date of death:1 April, 2002  (at 81 years)
Category:Geographer, Scientist, Educator, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მოძვი, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა საჩხერის პედაგოგიური სასწავლებელი დაწყებითი მასწავლებლის სპეციალობით 1940 წელს; შემდეგ მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1951 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი.

სტუდენტობის დროს მუშაობდა ჯერ გულრიფშის რაიონული გაზეთის რედაქტორად, შემდეგ კი "სოვეტსკაია აბხაზიას" რედაქციაში; 1953 წელს პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა ქუთაისის მე-3 და მე-17 საშუალო სკოლებში; 1956-1963წწ. მუშაობდა გაზეთ "კუტაისკაია პრავდას" რედაქციაში; 1963 წელს დაამთავრა ასპირანტურსი კურსი. 1963 წლიდან მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1963-1967წწ. იყო სასწავლო ნაწილის გამგე; 1975-1985წწ. - საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანი; 1986-1992წწ. - გეოგრაფიის კათედრის გამგე. კითხულობდა ლექციებს მსოფლიო მეურნეობის გეოგრაფიაში, წარმოების ტექნიკურ-ეკონომიკურ საფუძვლებში, საქართველოს ეკონომიკურ გეოგრაფიაში. იგი პედაგოგიურ საქმიანობას უთავსებდა სამეცნიერო მუშაობას. ეკონომიკური გეოგრაფიის აქტუალურ საკითხებზე, სხვადასხვა გამოცემებში გამოქვეყნებული აქვს 33 სამეცნიერო სტატია. დიდი მუშაობა გასწია გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკაში, რომელსაც მიუძღვნა რამდენიმე წიგნი და ბროშურა. ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი ჟურნალისტური მოღვაწეობა. წლების მანძილზე იგი დიდ პროპაგანდას ეწეოდა გეოგრაფიის საკითხებში. გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი წერილი და ნარკვევი, რესპუბლიკურ და ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში, რომლებიც ეძღვნება გამოჩენილ გეოგრაფთა მოღვაწეობას, ბუნებრივ მოვლენებს, ხალხთა ზნე-ჩვეულებებს, ცალკეულ სახელმწიფოთა სახალხო მეურნეობას, ახალგაზრდობის აღზრდას და სხვ. მნიშვნელოვან თემებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორი "უმაღლესი სკოლის წარჩინებულის" წოდება. პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მოსწავლეთა პოლიტექნიკური განათლება ეკონომიკური გეოგრაფიის სწავლებისას", დაიცვა 1967 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.212

Bibliography


Share: