The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ხანთაძე

ვლადიმერ ხანთაძე
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1916
გარდაცვ. თარიღი:31 დეკემბერი, 2000  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ოდესა
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეზღვაური, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმი 1936 წელი.

1936-1941 წწ. ოდესის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის მიმღებ-ჩამბარებელი, საქმეთა მწარმოებელი, უფროსი საქმეთა მწარმოებელი; 1941-1944 წწ. სამხედრო-საზღვაო კომენდანტი, ადმინისტრაციული საქმიანობა მომარაგების დარგში (მარიუპოლის (ჟდანოვი), იზმაილის, ფოთის ნავსადგურები, ნოვოროსიისკის, სოხუმის, ბათუმის მიმართულება); 1944 წლიდან უკრაინის სსრ მინისტრთა საბჭოს რუმინეთიდან ქონების დაბრუნების ოდესის კანტორის დირექტორის მოადგილე; 1957-1960 წწ. ოდესის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის უფროსის მოადგილე "მშრალი ლიმანის" მიმართულებით; 1962-1969 წწ. ილიჩოვსკის (ჩერნომორსკი) საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის უფროსი; 1969 წლიდან იყო სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მის მიერვე აშენებულ და დაარსებულ ილიჩოვსკის ნავსადგურში; გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან საქართველოს საზღვაო წარმომადგენელი ილიჩოვსკის, ოდესისა და ნოკოლაევის ოლქების საზღვაო ნავსადგურებში. საზღვაო დარგის ღვაწლმოსილი მუშაკი, ჩერნომორსკის (ილიჩოვსკი) ნავსადგურის დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი. 

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: