The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანასტასია ბატონიშვილი

ანასტასია ბატონიშვილი
Legal name:ანასტასია ბაგრატიონი
Date of birth:3 November, 1763
Date of death:17 May, 1838  (at 74 years)
Burial location:ალექსანდრე ნეველის ლავრა, სანქტ-პეტერბურგი
Category:Nobleman, Royalty

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მარტყოფი, გარდაბნის რაიონი.

იგი იყო ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ისა და მისი მესამე ცოლის, დედოფალ დარეჯნ დედოფლის ასული. 1797 (1798) წლის 12 ნოემბერს, 34 წლის ანასტასია ცოლად შერთეს გიორგი ქსნის ერისთავის შვილს - რევაზ ქსნის ერისთავს (1757-1813). ეს იყო ორმაგი დინასტიური ქორწინება ერისთავებსა და ბაგრატიონებს შორის, რამაც მათ შორის ალიანსი შექმნა ირანელების წინააღმდეგ. რევაზის და ანა ერისთავი დაქორწინდა ანასტასიას ძმაზე, ფარნაოზ ბატონიშვილზე. ქორწინებიდან ერთ წელიწადში, ერეკლე II გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე ანასტასიას უფროსი ნახევარძმა, გიორგი XII  ავიდა. ამ დროისათვის, ანასტასიას მთელი ქონება ერთი პატარა მამულით შემოიფარგლებოდა თბილისთან ახლოს. 1800 წელს გიორგი XII გარდაიცვალა. 1801 წელს რუსეთის იმპერიამ  ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია მოახდინა. 1802 წლამდე ანასტასია, დედოფალი დარეჯანი და მისი ქალიშვილები თბილისში, დედოფალ დარეჯანის სასახლეში ცხოვრობდნენ, ხოლო ანასტასიას ანტირუსული პოლიტიკის მატარებელი ძმები იმერეთში გაიქცნენ. რუსებმა სამეფო ოჯახი საქართველოდან პეტერბურგში გადაასახლეს. აქ ანასტასიას ქმარი იმპერიის სამოქალაქო სამსახურში ჩადგა. 1825 წელს, დაქვრივებული ანასტასია პეტერბურგში გადასახლდა, სადაც თავის უმცროსი ვაჟის, გიორგის აღზრდა-განათლებაზე ზრუნავდა. ანასტასია ბატონიშვილი გარდაიცვალა 1838 წლის 17 მაისს, 74 წლის ასაკში, პნევმონიით.

წყარო: ქართველი თავადაზნაურობა: nobility.pro


Share: