The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მზეონა ნოზაძე

მზეონა ნოზაძე
დაბადების თარიღი:29 ნოემბერი, 1967  (57 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით (ატმოსფერული ფიზიკა) 1992 წელს.

მუშაობა დაიწყო ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ცენტრში, სადაც მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. 1996 წლიდან ხელმძღვანელობს რადიაციული დაბინძურების მონიტორინგის ცენტრს. 1993-1996წწ. სწავლობდა ასპირანტურაში, რომელიც დაამთავრა სპეციალობით მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია, აგრომეტეოროლოგია. მის სადისერტაციო ნაშრომში განხილულმა საკითხებმა პრაქტიკული გამოყენება პოვა საქართველოს რადიომეტრიული ქსელის ოპტიმიზაციის სფეროში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები საქართველოსა და საზღვარგარეთის სამეცნიერო გამოცემებში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს რადიომეტრიული მონიტორინგის ქსელის ოპტიმიზაციის მეტეოროლოგიური ასპექტები", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.213


გააზიარე: