The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ ნუცუბიძე

თამარ ნუცუბიძე
Date of birth:1 March, 1897
Date of death:18 March, 1954  (at 57 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის ქალთა გიმნაზია 1913 წელს და მუშაობა დაიწყო მასწავლებლად ბაღდათში. 1915 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის ქალთა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტზე, მაგრამ 1918 წელს დატოვა ინსტიტუტი და საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში. 1924 წელს შევიდა უცხო ენათა სახელმწიფო უმაღლეს კურსებზე გერმანული და ინგლისური ენების სექციებზე. 1928 წელს დაამთავრა აღნიშნული კურსები და მიეცა სწავლების უფლება ზემოაღნიშნულ სპეციალობებზე.

1928 წელს საცხოვრებლად გადმოვიდა ქ. თბილისში და მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ამავე დროს ასწავლიდა გერმანულ ენას ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში; 1930 წელს სამუშაოდ გადადის საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკაში; 1931 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე და 1936 წელს დაამთავრა ჰიდროლოგიის სპეციალობით. მიწვეულ იქნა ასისტენტად ჰიდროლოგიისა და კლიმატოლოგიის კათედრაზე. კითხულობდა ლექციებს ზოგად ჰიდროლოგიაში; 1943 წელს მიიწვიეს გეოგრაფიის ინსტიტუტში სამუშაოდ; 1946 წელს გახდა ინსტიტუტის სწავლული მდივანი. მან დიდი მუშაობა გასწია საქართველოს ტბების შესწავლისას. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი. გარდა ამისა, თარგმნა რამდენიმე სახელმძღვანელო ჰიდროლოგიაში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1943).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დასავლეთ საქართველოს მდინარეთა ტიპიური რეჟიმი", დაიცვა 1941 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.213-214


Share: