The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივი ყიფიანი

ივი ყიფიანი
Legal name:ივანე ყიფიანი
Date of birth:1893
Date of death:1948  (at 55 years)
Category:Writer, Poet

Biography

სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილილოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ იურიდიულ ფაკულტეტზე. 1911 წელს იყო ქუთაისის ქართული გიმნაზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა წრის წევრი. პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს წრემ, ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით შეადგინა 1852-1910 წლებში გამოსული ქართული ჟურნალ-გაზეთების ბიბლიოგრაფია, რომელის შედგენაშიც ივი ყიფიანიც მონაწილეობდა (წიგნი დაისტამბა 1916 წელს და შეიძინა რუსეთის საიმპერატორო აკადემიამ). მისი ლექსი "სულის ძახილი" დაიბეჭდა გაზეთ "მეგობარში" (1915,№62, 13 დეკემბერი); ლექსები "სონეტი" (1916, თებერვალი), "ზამთარი" (1916 დეკემბერი) გამოქვეყნდა ჟურნალში "ცისფერი ყანწები" (რედაქტორი პაოლო იაშვილი). თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან: "მეგობარი", "სახალხო საქმე", "ტრიბუნა", "მეოცნებე ნიამორები"; მისი ლექსები იბეჭდებოდა კრებულებში: "ჩანგი" (1916), "ახალი პოეზიის ანთოლოგია" (1919). 1920 წელს იყო ჟურნალ "მშვილდოსანის" თანამშრომელი. 1920 წელს მისი რედაქტორობით გამოიცა გაზეთები: "Арлекин" და "Театр Арлекин". ივი ყიფიანის ფანტასტიკური ხასიათის რომანი "ამონი ანუ ათასი წლის შემდეგ', გამოქვეყნდა გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" (1937, №6). იოსებ გრიშაშვილის სახლში დაცულ ამ რომანის ეგზემპლარში იოსებ გრიშაშვილის მიერ ჩადებულია კარლო მელაძის (1911-1938 დახვრიტეს) რეცენზია სათაურით: "სიბრძნე-სიცრუე ყიფიანისა". (1987 წელს ლიტერატორ გურამ გვერდწითელის და მწერალ გურამ ფანჯიკიძის ძალისხმევით რომანი ხელახლა გამოიცა). 1921 წლის 15 ოქტომბერს, გაზეთ "ტრიბუნის" №48 გამოქვეყნდა ივი ყიფიანის ლექსი "შევარდნებს (ანაზდეულათ)", იგი მიძღვნილი იყო საქართველოს ტანმოვარჯიშეთა საზოგადოების (1918-1923) წევრებისადმი. 2012 წელს გამოცემულ საქართველოს მწერალთა კავშირის ცნობარში ივი (ივანე ) ყიფიანის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღად მითითებულია 1893-1948 წლები.  მთარგმნელ თამარ ყიფიანის ძმა. "ცისფერყანწელი" პოეტი.

წყარო: aura.gem.facebook.com

Bibliography


Share: