The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ყიფიანი

დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:1978  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1931-1933წწ. მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის ბიბლიოთეკის გამგედ (საქართველოს მწერალთა კავშირის არქივში ინახებოდა ცნობა, რომელიც ადასტურებდა რომ, თამარ გიორგის ასული ყიფიანი 1931-1933 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის ბიბლიოთეკის გამგედ). 1934 წლიდან ცხოვრობდა ლენინგრადში, სადაც სწავლობდა უცხო ენათა ინსტიტუტში და მუშაობდა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში კავკასიური ფონდების გამგედ. იყო ლენინგრადის ბლოკადის მონაწილე, მისი ჩანაწერები - "ბლოკადის რვეული" (თბ., 2010), მეორე მსოფლიო ომის უმძიმესი პერიპეტიების გარდა, შეიცავს ლიტერატურის ისტორიკოსებისა და ლიტერატორებისათვის მნიშვნელოვან ცნობებს. (1945 წელს დაქორწინდა ეპიფანე ვასაძეზე (1899-1987), პროფესიით ბიოლოგი, მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასოფლო-სამეურნეო და ზოოვეტერინარულ ინსტიტუტებში). თამარ ყიფიანმა ქართულად თარგმნა აპულეუსის "ოქროს ვირი", ლიონ ფოიხტვანგერის "გოია" და სხვ. პოეტ ივი (ივანე) ყიფიანის და.

წყარო: m.facebook.com

ბიბლიოგრაფია

  • გოია : რომანი (მთარგმნელი). - თბილისი, საქართველოს მაცნეს" გამ-ბა და სტ., 2013. - 600გვ.
  • ბლოკადის რვეული : ლენინგრადის ბლოკადა (ავტორი). - თბილისი, პეგასი, 2010. - 100გვ.
  • ოქროს ვირი : მეტამორფოზები (მთარგმნელი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1963. - 283გვ.

გააზიარე: