The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელისაბედ ყიფიანი

ელისაბედ ყიფიანი
სხვა სახელი:ვეტა ყიფიანი
დაბადების თარიღი:1876
გარდაცვ. თარიღი:1943  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

ნიკოლოზ ყიფიანისა და ანასტასია (ტასო) ერისთავის უფროსი ქალიშვილი. ვეტასა და მის დებზე (ნინო და ბარბარე ყიფიანები) ერთხანს მზრუნველობა ითავა პაპამ, დიმიტრი ყიფიანმა (დიდი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე). ელისაბედ ყიფიანი იყო ღვაწლმოსილი პედაგოგი, იგი რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა თბილისის სკოლებში. გაბრიელ სულხანიშვილის (ბოქაული) მეუღლე.

წყარო: დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავალნი : ფოტოალბომი : მასალები ექვსი თაობის საოჯახო არქივიდან / შემდგ: თ. მიქაძე, ს. ისაკაძე.-თბ.,2016.-გვ.68


გააზიარე: